ანდრია ჯაღმაიძე: ზოგიერთ ადამიანს ერთი სული აქვს, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი

ეკლესიის წინააღმდეგ ნებისმიერი საბაბით ბრძოლა გრძელდება. ერთი და იგივე ხალხი წუხს იმაზე, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაემთხვა რუსეთის ეკლესიას, და იმაზეც, რომ არ დაემთხვა. ძალიან სამწუხარო განწყობებს ვამჩნევ, წინასწარ აანონსებენ, რომ დაავადდა სასულიერო პირი, ერთი სული აქვთ, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. „გარკვეული რეკომენდაციები … Continue reading ანდრია ჯაღმაიძე: ზოგიერთ ადამიანს ერთი სული აქვს, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი

კახა კალაძემ მოსახლეობას აჩვენა როგორია თბილისის ე.წ. კომენდანტის საათის დროს. ვიდეო

თბილისის მერმა მოსახლეობას კომენდანტის საათის გამო ცარიელ თბილისში ექსკურსია მოუწყო. კახა კალაძემ Facebook-ლაივის მეშვეობით მოქალაქეებს მიმართა და დაწესებული შეზღუდვების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. „რა თქმა უნდა, უჩვეულოა ქალაქის ამ სიტუაციაში ნახვა. ქალაქის, რომელშიც 24 საათის განმავლობაში სიცოცხლე და ცხოვრება იგრძნობოდა. მაგრამ ძალიან მალე დავუბრუნდებით ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ რეალობას და იმ ძველ რითმს, რაც ხდებოდა … Continue reading კახა კალაძემ მოსახლეობას აჩვენა როგორია თბილისის ე.წ. კომენდანტის საათის დროს. ვიდეო

კორონავირუსის გავრცელების გამო ნიუ-იორკში 900 პატიმარი გაათავისუფლეს

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო ნიუ-იორკში 900 პატიმარი გაათავისუფლეს. ამის შესახენ ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა. „30 მარტის მდგომარეობით ციხეებიდან 900 პატიმარი გავათავისუფლეთ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა. აქამდე ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ 70 წელს გადაცილებული ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები ციხეებში არ უნდა იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის იმ … Continue reading კორონავირუსის გავრცელების გამო ნიუ-იორკში 900 პატიმარი გაათავისუფლეს

მარინა ენდელაძე: გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა ნამდვილად იქნება ეფექტური

ეს ნამდვილად კარგი მეთოდია და ჩვენთან ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. არის რაღაც ნაბიჯები გადადგმული და სწორედ გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა ნამდვილად იქნება ეფექტური. იმიტომ, რომ აქ ​ჯი-კლასის ანტისხეულები უკვე გამომუშავებულია, პაციენტი რა თქმა უნდა შესწავლილი იქნება. გამოჯანმრთელებულ იმუნოკომპეტენტურ პიროვნებას უკვე უვითარდება ანტისხეულები და პლაზმასთან დაკავშირებით, ნამდვილად იქნება ეფექტური და ამისათვის ნაბიჯები უკვე გადადგმულია და დაწყებულია … Continue reading მარინა ენდელაძე: გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა ნამდვილად იქნება ეფექტური

მეცნიერი ფრიდონ შუბითიძე: ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობის თეორია კვლევებმა უნდა დაამტკიცოს

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა განიხილება, როგორც ერთერთი საშუალება, თითქოს ჩვენი იმუნური სისტემა ასეთი გამოწვევებისთვის უფრო მომზადებულია, ვიდრე, მაგალითად, ისეთი ქვეყნების მცხოვრებლებისა, სადაც არ ხდებოდა მსგავსი აცრების ჩატარება, – ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრებმა მეცნიერმა ფრიდონ შუბითიძემ „იმედის“ ეთერში გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მოსახლეობას, მათ შორის, პოსტსაბჭთა სივრცის მოსახლეობას ჰქონდეს განსხვავებული პოპულაციური იმუნიტეტი, რაც … Continue reading მეცნიერი ფრიდონ შუბითიძე: ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობის თეორია კვლევებმა უნდა დაამტკიცოს

გერმანიის ქალაქებში მცხოვრებ მტრედებს კარანტინის გამო შიმშილი ემუქრებათ

გერმანელი ცხოველთა დამცველები დაცარიელებულ ქალაქებში მტრედების გადასარჩენად კამპანია დაიწყეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბონში ჩამოყალიბებულ ცხოველთა კეთილდღეობის გერმანულ ასოციაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინი ასობით ათასი მტრედისთვის შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს, რადგან ისინი საკმარის საკვებს ვერ პოულობენ. ჩვეულებრივ, ქალაქებში მობინადრე ველური მტრედები ადამიანების ნარჩენებით იკვებებიან, ახლა კი, როცა გერმანიის მოსახლეობა თვითიზოლაციაშია, … Continue reading გერმანიის ქალაქებში მცხოვრებ მტრედებს კარანტინის გამო შიმშილი ემუქრებათ

თეა წულუკიანი: 800 თანამშრომელი დარჩა ციხეში პატიმრებთან ერთად, ეს არის უპრეცედენტო

ჩვენ კვირას დილით, რაკი ვნახეთ, რომ შიდა გავრცელება დაიწყო, ჩვენს ქვეყანაში, გადავედით ციხეების მართვის ახალ ეტაპზე, ჩვენ ეს მანამდე შევიმუშავეთ. შერჩეული გვყავდა საკადრო რესურსიც და მოწყობილი გვქონდა სახელდახელოდ თითოეულ დაწესებულებაში საყაზარმე სივრცე – – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ საუბრისას განაცხადა. თეა წულუკიანმა განმარტა, რომ პატიმრები ციხეში თავს დაცულად … Continue reading თეა წულუკიანი: 800 თანამშრომელი დარჩა ციხეში პატიმრებთან ერთად, ეს არის უპრეცედენტო

Jerusalem Post: წმიდა ცეცხლის რიტუალი შეზღუდვებით შესრულდება

ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმში აღდგომასთან დაკავშირებულ ცერემონიას დაუშვებს, თუმცა კორონავირუსის გამო შეზღუდვები იმოქმედებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Jerusalem Post ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ვნების კვირის განმავლობაში იერუსალიმში სხვადასხვა ეკლესია სადღესასწაულო ცერემონიალსა და წირვებს ატარებს, რომელიც კათოლიკეებისთვის იწყება 5 აპრილს, ხოლო ბერძნული მართლმადიდებლური, სომხური, კოპტური, სირიის კოპტური და ეთიოპიური ეკლესიებისთვის – 12 აპრილს. გამოცემა … Continue reading Jerusalem Post: წმიდა ცეცხლის რიტუალი შეზღუდვებით შესრულდება

თენგიზ ცერცვაძე: შეიქმნება 25 ცხელების ცენტრი, სადაც მოქალაქეების ზარებს უპასუხებენ და დაადგენენ, საჭიროებენ თუ არა ისინი მკურნალობას

საქართველოში შეიქმნება 25 ე.წ. ცხელების ცენტრი, რომელთა თანამშრომლებს, განსხვავებით რიგითი ექიმებისგან, ეცოდინებათ, რა კითხვები უნდა დაუსვან, როგორ გამოკითხონ მოქალაქე, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ მისგან, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „საქართველოში შეიქმნება 25 ე.წ. ცხელების ცენტრი, სადაც იქნებიან სპეციალისტები, რომლებიც რიგითი ექიმებისგან განსხვავებით, მანამდე სპეციალურ მომზადებას გაივლიან. ამ … Continue reading თენგიზ ცერცვაძე: შეიქმნება 25 ცხელების ცენტრი, სადაც მოქალაქეების ზარებს უპასუხებენ და დაადგენენ, საჭიროებენ თუ არა ისინი მკურნალობას

კახა კალაძე: უახლოეს მომავალში ვაპირებთ საზოგადოებას წარვუდგინოთ კონკრეტული ხედვა

ჩვენ უახლოეს მომავალში ვაპირებთ საზოგადოებას წარვუდგინოთ ხედვა და კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რას გააკეთებს სახელმწიფო, რომ ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ ყველა ადამიანი და ბიზნესსექტორი. რაც შეეხება თბილისის მერიას, ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, თუმცა დღეს ყველაზე მთავარია ის გადაწყვეტილებები, რომლებზეც მიმდინარეობს მსჯელობა უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში – ამის შესახებ თბილისის მერმა და … Continue reading კახა კალაძე: უახლოეს მომავალში ვაპირებთ საზოგადოებას წარვუდგინოთ კონკრეტული ხედვა

X